|
2019-07-23 15:57:56, 1559 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია კადრების გავრცელებაზე: ამ საკითხზე სოლიდარულები, განსაკუთრებით, ქალები უნდა ვიყოთ
"ამ საკითხზე სოლიდარულები, განსაკუთრებით, ქალები უნდა ვიყოთ, რადგან ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი, სწორედ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხდება", - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას. ლომჯარიას შეფასებით, მსგავსი კადრებით შანტაჟი, წამების და არაადამიანური მოპყრობის კატეგორიაშიც გადის. „პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ეს არის ადამიანის, ფაქტობრივად, წამება, მისი მორალურად განადგურება და არაადამიანური მოპყრობაც კი. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც, პირიქით, მუდმივად უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით, ალბათ, ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი ხდება სწორედაც ქალი საჯარო პირების, ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სამიზნედ არიან ამოღებული სწორედ ქალები. ვინაიდან ის კადრების გავრცელებას ახდენს ხოლმე მათი, როგორც საჯარო ფიგურის დისკრედიტაციას, განადგურებას და პოლიტიკური ველიდან გაქრობასაც კი, რაც ჩვენ ვნახეთ“, - განაცხადა ნონო ლომჯარიამ.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)