|
2019-07-23 15:22:05, 1565 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: თუ კონკრეტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაქვს
„ის, რომ კონკრტულ მოქალაქეს არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ ეს დიპლომი არ მაქვს. მას აქვს უფლება, იდავოს სასამართლოში. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას იურიდიული კონსულტაცია გავუწიო ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს. არასწორ ადგილას როცა ეძებ დიპლომს, იქ ვერ ნახავ“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ანა დოლიძის შეკითხვის შემდეგ განაცხადა. თადუმაძემ აღნიშნა, რომ მისი დიპლომი პროკურატურას არ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან კანონში შესაბამისი ჩანაწერი და არც პროკურატურაში რაიმე რეგულაცია არ არსებობს. „დიპლომი პროკურატურის მხრიდან არ უნდა გასაჯაროვებულიყო იმიტომ, რომ კანონში არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი და პროკურატურაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ გენერალური პროკურორის დიპლომი, პირადი საქმე ინახება აქ და ვისაც გინდათ , მოდით და ნახეთ. განსხვავებით სხვა პერიოდებისგან არჩევის პროცედურა არსებობს და იმ პროცედურის დაცვით, ბუნებრივია, წარმდგენმა იცოდა ჩემი დიპლომის შესახებ. ამიტომ ვიმეორებ, მოქალაქეს, რომელსაც არ უნახავს ჩემი დიპლომი, არ ნიშნავს, რომ მე დიპლომი არ მაქვს“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)