|
2019-07-23 14:47:04, 1351 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის
„დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „მოდელირებას მოვახდენ სასამართლოს და პროკურატურას შორის, აღარ მოვერიდები დელიკატურ მიდგომებს. ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა როლი და გავლენა ჰქონდა პროკურატურას სასამართლოზე თუნდაც იმ მაჩვენებლით, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იყო. მე თვითონ თავს არ მოვიტყუებ, ვთქვა, რომ კომფორტული იყო იმ დროს სასამართლოში პირის დაცვა იმიტომ, რომ იდეაში, არაფერს აზრი არ ჰქონდა. დღეს ეს ასე არ არის. ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის. და მეორე, პროკურატურის მენეჯმენტში მონაწილეობენ მოსამართლეები. ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებული ვარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა თადუმაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ასევე შესაცვლელია დამოკიდებულება სხვა ხელისუფლებებთან დაკავშირებითაც. „თუ ასე არ შეიცვალა დამოკიდებულებები სხვა უწყებებთან და სხვა ხელისუფლებების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იარსებებს, თუ არ იქნა განცდა იმისა, რომ სასამართლო არის ხელისუფლება“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)