|
2019-07-23 14:41:54, 1154 ნახვა
კომენტარი
შალვა თადუმაძე: მომხმარებლის 100% არ შეიძლება იყოს სასამართლოთი კმაყოფილი
„რა თქმა უნდა იდეალური სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ამ ხელისუფლებას აქვს თავისი შესაძლებლობები, ინტელექტუალური რესურსი , ფინანსური რესურსი, რომელიც კანონით გარანტირებული აქვს და აქვს მმართველობის საკუთარი რგოლი, მაშინ რატომ არ უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, როგორიც არის მთავრობა, როგორიც არის საკანონმდებლო ორგანო?!“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა წარმატებული და რეიტინგული სასამართლო ხელისუფლებების მოდელების შესწავლა და საქართველოში დანერგვა: „მომხმარებლის 100 პროცენტი არ შეიძლება იყოს სამართლოთი კმაყოფილი, გამორიცხულია კმაყოფილი იყოს, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპია, ერთი იგებს, მეორე აგებს. ასევე საგულისხმოა, როგორია კმაყოფილების ხარისხი. და მესამე, რაც არის მნიშვნელოვანი, ისევ იქ ვბრუნდები, რომ ჩვენ ველოსიპედის გამოგონება არ გვიწევს, არ გვჭირდება. როგორ ახერხებს სასამართლო ხელისუფლებები ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომ უფრო რეიტინგულები არიან, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლებები ან საკანონმდებლო ხელისუფლებები? ეს მოდელები არსებობს, ეს მოდელები არის სავარაუდოდ შესასწავლი და დასანერგი“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)