|
2019-07-22 19:09:38, 2080 ნახვა
პოლიტიკა
დავით დვალის განმარტებით, ივანიშვილი წყვეტს დათმობს თუ არა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებელი დავით დვალი განმარტავს, რომ ადამიანი, რომელიც ჯარჯი აქიმიძეს, მასსა და „R2“-ს შორის დგას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თანადამფუნებელი ბიძინა ივანიშვილია. მისი მტიცებით, ივანიშვილი წყვეტს დათმობს თუ არა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის წილს. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის წყვეტს, დათმობს თუ არა წილს და რამდენს ქიბარ ხალვაში და ასევე, საერთოდ მიგვიშვებენ თუ არა „რუსთავი 2-თან“. ჩვენ დღევანდელ განცხადებაში აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა და გვინდა დღესაც, რომ სამართლებრივი მექანიზმი გვეჭიროს, რომ დაზარალებულები, რადგანაც გვცნო პროკურატურამ, წინ წაწიოს საქმე და რამე სამართლებრივი ბერკეტი დაგვიტოვოს ბრძოლისთვის. ეს იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ზუსტად აქ გვგონია პრობლემა, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ქიბარ ხალვაში რას გვეტყვის, იმას წყვეტს, არამედ იმასაც, რომ პროკურატურა დუმს და თაროზე აქვს შემოდებული ჩვენი საქმე და არანაირად წინ არ იძვრის“, - განაცხადა დავით დვალმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა - ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დღეს განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას. ამასთან, როგორ განცხადებაშია აღნიშნული, დვალი და აქიმიძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ გაემიჯნოს. ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია დამფუძნებლებს უნდა დაუბრუნდეთ და სამართლიანობა მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)