|
2019-07-22 11:51:35, 4810 ნახვა
მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 42,31% მოიპოვა - მან შესაძლოა, ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბოს
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" ლიდერობს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების თითქმის 44%-ია დათვლილი. ხმების 42,31% ზელენსკის პარტიას აქვს მოპოვებული. მეორე ადგილზე გავიდა პრო რუსული პარტია "ზა ჟიტია" რომელსაც პუტინის ნათესავი ხელმძღვანელობს. მან ხმათა 12,79 % მიიღო. მესამე ადგილზეა 8,7 % ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს პარტია "ევროპული არჩევანი". ასევე პარლამეტში გავიდა იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" 8,08% და მომღერალის სტანისლავ ვაკარჩუკის პარტია "გოლოსი" 6,39 %. ბოლო მონაცემებით, „ხალხის მსახური“ 115-120 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს, პარტიული სიით კი რადაში 121 მანდატს მოიპოვებს. მედიის ცნობით, ზელენსკის პარტია, სავარაუდოდ, უკრაინის პარლამენტის ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარების გარეშე ერთპარტიულ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)