05:24 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-21 14:06:57, 1841 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019". სწავლებაში ამავე დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" (P23) მონაწილეობდა.

ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სწავლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ცოდნა აიმაღლეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით. წვრთნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული. 3 მათგანი ადმინისტრაციული შტაბიდან ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდა. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო.

ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ჩატარდა.

"SEA BREEZE" უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და 19 პარტნიორი ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics