|
2019-07-19 19:53:21, 4997 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს მოუწოდებს 1920 წელს ქართველების მიერ „ოსების გენოციდი“ აღიაროს
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ქართველების მიერ "ოსების გენოციდი" აღიაროს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის მოთხოვნას საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა კენჭი დღეს უყარეს. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს სახელებზეა მომზადებული. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ალან ტანდტაევის განცხადებით, დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვაია და მისი რედაქტირება ექსპერტების მიერ მიმდინარეობს. მანვე დასძინა, რომ დოკუმენტის გაგზავნა რუსეთში 22 ივლისს იგეგმება. "ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც 1920 წლის 8 ივნისს სამხრეთ ოსეთმა გადაწყვიტა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. უკვე 12 ივნისს ქართულმა ჯარმა პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა სამხრეთ ოსეთში, დაწვეს და გაანადგურეს ყველაფერი, მოკლეს 21 ათასი ადამიანი. 2020 წელს ჩვენ აღვნიშნავთ ოსი ხალხის გენოციდის 100 წლისთავს", - აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელბი და ვლადიმერ პუტინის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას იხსენებენ.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)