05:18 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 19:06:24, 1588 ნახვა

საზოგადოება
პაატა სალია „რუსთავი 2“-ში აუდიტის ჩატარებას გეგმავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლადარჩეული დირექტორი პაატა სალია არხში აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

სალია დღეს ტელეკომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„შევხვდი კიდევ ერთხელ ირაკლის, ფინანსური სამსახურის უფროსს და ასევე, აუდიტის სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის კომპანიის, თეას. გვქონდა საუბარი, გამაცნეს არსებული სიტუაცია. ქიბარ ხალვაშს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ანუ კონსულტანტი, რომელიც ამ საკითხებში უნდა დამეხმაროს, გარკვეული საკითხების გარკვევაში, ინფორმაციის მიღებაში და შესაბამისად, ამ პროცესში ვართ ახლა, სამუშაო პროცესში. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ კომპანიაში არსებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვალიფიციური აუდიტი საერთაშორისო კომპანიის მიერ“, - აღნიშნა სალიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics