|
2019-07-19 12:43:57, 1105 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე: სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი
„სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი“, - ამის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, დოლიძე უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე სასამართლოს ნაწილი. როგორც მან აღნიშნა, საბჭოს წევრთა უმრავლესობას, აქტიური წევრების შიში აქვს, რადგანაც დისკომფორტი ექმნებათ. „მე ძალიან დიდი ხანია აღარ ვაკეთებ კომენტარს ბატონი სერგოს და მისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე. მას დავარქვი, იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი. მე ვფიქრობ, საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, აქვს შიში აქტიური საბჭოს წევრებისა. მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს, ჩვენი მოღვაწეობა, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილს ჩამოართვეს სიტყვა კითხვის დასმის დროს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყვეტინებენ გამოსვლებს და ხანდახან გვართმევენ სიტყვასაც“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება შედგება. საბჭო ამჯერად უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის სამ კანდიდატს - თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.საბჭოს წევრები ამ დროისთვის 6 კანდიდატს გაესაუბრნენ.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)