18:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 12:23:46, 1038 ნახვა

საზოგადოება
IRI - ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს  აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49%; უჭერს, რაც 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ნატო-ში შესვლას გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%; გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%; სრულად ეწინააღმდეგება 13%.

რაც შეეხება კითხვას, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი 2023 წლის შემდეგ გახდება, 15% ფიქრობს, რომ არასდროს. გამოკითხულთა 3-3% ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში 2020, 2022 ან 2023 წელს გაწევრიანდება, 1%  კი მიიჩნევს, რომ 2021 წელს. კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს.

ამასთან, ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას - 34%; თავდაცვას - 12%; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას 8%; სტაბილურობასა და მშვიდობას 8%; ეკონომიკურ გაძლიერებას 6%; ხოლო სამხედრო მხარდაჭერას 5%.

ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics