|
2019-07-18 12:31:30, 1999 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ განმცხადებელს დაკისრებული თანხა სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. "2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე). საქმე ეხება 2006 წელს პოლიციის მიერ მომჩივნების, იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას და ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას. კერძოდ, 2006 წლის მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მძიმე დაზიანებები მიიღო მათთან ერთად მანქანაში მყოფმა 22 წლის ბონდო ფუთურიძემ. საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე. მომჩივნებმა თბილისის პროკურატურას არაერთხელ მიმართეს იმის თაობაზე, რომ გამოძიება არ იყო სრულყოფილი და მიუკერძოებელი. 2007 წლის 20 ოქტომბერს ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევის დადგენა მოითხოვეს. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველად გამოძიება მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, რაც დაადასტურა კიდეც 2012 წლის 12 დეკემბერს გახსნილი გამოძიების შედეგებმა. მართალია, განახლებული გამოძების შედეგად 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეს მოხდა მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო, დადგინდა მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც. სახელმწიფოს მომჩივნების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)