05:04 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 19:10:18, 1783 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გრუზინკის შესახვევის N23-ში მიმდინარეობს, სადაც 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ჩვენს რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. მსგავსი პროექტები სოლიდურ თანხას საჭიროებს, შესაბამისად, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ ხერხდება. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გრუზინსკის შესახვევში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გრუზინსკის შესახვევში მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 184 456 ლარია. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს.

აღნიშნული მისამართის გარდა, გამგეობის დაკვეთით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყრდენი კედლები კიდევ 12 მისამართზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 495 100 ლარი გამოიყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics