|
2019-07-17 16:48:53, 1512 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: გახარიას გადადგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა
დღეს პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და რამდენიმე დღის წინ თავად გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადაგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე, რომლის შედეგადაც ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, გამოძიება მიმდინარეობს და ვნახეთ, რომ 2 პოლიციელი დაკავებულია. „დღეს პარტიის ხელმძღვანელმაც თქვა და რამდენიმე დღის წინ თავად გიორგი გახარიამაც აღნიშნა, რომ მისი გადაგომა იქნება არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული დემორალაზება, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო დაშლა. მე არ ვსაუბრობ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა და ესენი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამას გამოძიება სჭირდება და ჩვენ კონკრეტული შემთხევებიც ვნახეთ როდესაც 2 პოლიციელი დააკავეს , გამოძიება გრძელდება. არავის, თანამედროვე მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია და კითხვაც არ დასმულა ამასთან დაკავშირებით. ამ დროს, საქართველოში ისმება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენად რელევანტურია ეს ორი რამ ერთმანეთთან- ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)