|
2019-07-17 10:36:39, 1204 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიისთვის. „საქართველო, ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სუპერ-საპრეზიდენტოდან გაცილებით სტაბილურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა იოლი არ იყო. მანამდე არსებული კონსტიტუციური სტრუქტურა არასაიმედო იყო და არ გააჩნდა ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები. საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, გვწამს, რომ მომავალში უფრო სტაბილურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემას უზრუნველყოფს",- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. „გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან, მშვიდობიანი, თუმცა, მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ",- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)