|
2019-07-16 14:33:45, 2005 ნახვა
პოლიტიკა
„დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში შეხვედრები გამართა და პუტინი შეაქო
“პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა რუსეთში, სახელმწიფო დუმის წევრებთან შეხვედრები გამართეს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს. შეხვერაზე მთავარი განსახილველი საკითხები 20 ივნისის მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. როგორც ერთ-ერთ შეხვედრაზე ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენები "დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო". მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა გაგრძელდეს და მას ალტერნატივა არ აქვს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსეთის პრეზიდენტის ვლაიმერ პუტინის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კრემლის ლიდერმა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. ლომიას შეფასებით, "ეს დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა". ამასთან, ლომიას თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტს ნეგატურად შეაფასებბენ საქართველოში, "თუ ეს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა". "სავიზო რეჟიმი უნდა შემსუქებულიყო, რაც საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესახებ წინასწარ გაიგეს. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ არ ვაჟღერებთ იმ საკითხებს, რაზეც ვსაუბრობდით და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ. რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი შესუსტდეს, მივიღეთ ის არეულობა, რაც მოხდა და გრძელდება 20 ივნისის შემდეგაც", - აღნიშნა ლომიამ. ლომიას პროვოკაციების მოწყობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაადანაშაულა. "რაც შეეხება მომხდარ პროვოკაციებს, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის წინააღმდგ მოქმედებებს და ასევე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ამაზრზენ გამოსვლას, ვთვლით, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სახიფათო პროვოკაციაა, რომელიც დაგეგმა სააკაშვილის პარტიამ. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ეს დაუშვა. მათი მიზანია იმ პოზიტიური პროცესების ჩაშლა, რომელიც საქართველო-რუსეთის შორის მიმდინარეობს", - განაცხადა ქართველმა დეპუტატმა. დელეგაციის კიდევ ერთი წევრიას ადა მარშანიას ინფორმაციით, მათ რუს კოლეგებს სთხოვეს აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის დალაგებაში დახმარება.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)