04:44 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 17:42:16, 2103 ნახვა

საზოგადოება
კუპატაძის განცხადებით, ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ

დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

„განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი - სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე“, - აღნიშნა კუპატაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics