|
2019-07-13 15:26:55, 3724 ნახვა
პოლიტიკა
ნევზოროვი: მხოლოდ იდიოტმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს, რომ რუსეთი საქართველოს ისევ ტკივილს აყენებს
რუსი ჟურნალისტი, თეოლოგი და მწერალი ალექსანდრ ნევზოროვი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას გამოსვლასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს აფასებს. როგორც ნევზოროვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი გიორგი გაბუნიას გამოსვლამ საჭირო შედეგი ვერ გამოიღო. მისივე შეფასებით, გაბუნია დილეტანტივით მოიქცა. "გაბუნიას გამოსვლა მე არ მომეწონა და ავხსნი რატომ. პირველ რიგში ამ გამოსვლის ქრონომეტრაჟი ზედმეტად დიდი იყო. მეორე - ზედმეტად ბევრი სიტყვის რახა-რუხი ისმოდა, მესამე - ბიჭმა აშკარად არ იცის როგორ უნდა მიაყენოს ვინმეს შეაურაცხყოფა, რადგან შეურაცხყოფა რომელიც ადრესატის მისამართით თანადგომას იწვევს, ეს დიდი პროფესიული ხარვეზია. ადრესატი ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს დამცირებულად და სასურველია იდიოტად, და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ის მსხვერპლია. თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდე. ახლა რა გამოვიდა - მთელი მსოფლიო პუტინს თავზე ეფერება და აწყნარებს. შეურაცხყოფა უნდა იყოს ისეთი, რომ მედიამ მისი ციტირება დამცინავ კონტექსტში მოახდინოს. მაგრამ ახლა მედია სირცხვილით და ზიზღით ავრცელებდა გაბუნიას გამოსვლას. კარგი შეურაცხყოფა ტკივილს უნდა გაყენებდეს. შეურაცხყოფამ უნდა შეაღწიოს მუზარადის შიგნით და იქ დიდი ჭრილობა დატოვოს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტკივილს მოგანიჭებს. გაბუნიას შემთხვევაში, მან ეს ვერ შეძლო. გამოვიდა ისე რომ უბრალოდ დადორბლა მუზარადი, ოდნავ უკბინა ადრესატს და მორჩა. ბევრჯერ გვყავს ნანახი პუტინი გაბრაზებული და მდგომაროებიდან გამოსული, ახლა კი, ის თავის ჩვეულ რეჟიმში დარჩა. მან ვერ გააბრაზა პუტინი რადგან ის დილეტანტია, თუმცა საინტერესო მოვლენების დატრიალება შეეძლო", - განაცხადა ნევზოროვმა. ნევზოროვი მიიჩნევს, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნები ვერ იტანენ. მანვე განმარტა, რომ ამ ქართველებს სიძულვილი არა ერის, არამედ ქვეყნის სისტემის მიმართ აქვთ. "ასეთი მაღალი ტემპერატურა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ვერც ერთი მეზობელი ქვეყანა ვერ იტანს. თუმცა ყველა ჩუმად არის, ეზარებათ, საქართველოს შემთხვევაში კი, ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს სიძულვილი არ არის რუსების მიმართ, ეს სიძულვილი რუსეთის სისტემის მიმართ არის. მხოლოდ იდიოტმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს რომ რუსეთი საქართველოს ისევ ტკივილს აყენებს. განრისხებული დიდი რუსეთი ტკივილს აყენებს პატარა ფეთქებად საქართველოს უკვე წლების განმავლობაში. ნუთუ მართლა ჰგონიათ, რომ ამ ქართველებს სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ რუსეთი სძულდეთ?! - რა სისულელეა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)