|
2019-07-12 16:34:11, 1871 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ გაამართლოს
„ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, რიგში, ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შსს მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა. 20 ივნისს აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მეორეს მხრივ მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს რეალურად აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა იზორიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)