|
2019-07-12 15:16:03, 2161 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: უცხოელები შოკში არიან, როცა ნახულობენ კადრებს, რომ პოლიტიკოსები ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას ვრცელ ინტერვიუს დამატებითი შეფასებები არ სჭირდება. ჟურნალისტების კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა გიორგი გახარია აქციის ღამეს ელჩებთან ერთად, ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რომ იყო თუ თუ არა იმ ღამეს კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან. „მე რატომ უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე, არაფერ შუაში არ ვარ, ვის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი და არც უნდა ვიცოდე“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, გუშინდელი ინტერვიუდან გამომდინარე, უნდა დადგეს თუ არა გახარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩუგოშვილმა აღნიშნა: „თქვენ ალბათ ხუმრობით მეკითხებით ხომ?“. ამავე ტელეკომპანიის კითხვაზე, დაინახა თუ არა ამ ინტერვიუს შემდეგ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი, ჩუგოშვილმა განაცხადა: „თქვენი შეფასება ჩემთვის არის წმინდა პარტიული შეფასება, პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენი პოზიცია და თქვენი აღქმა მოვლენების პირდაპირ არის წმინდა პარტიული ხაზით შეფასება მოვლენების და მე ვერ გამოგყვებით ამ შეფასებაში. ჩემი პოზიციის მოსმენის საშუალება აქვს საზოგადოებას, როცა ეს სჭირდება, ამ ფორმატში არ ვაპირებ თქვენს კითხვაზე პასუხს, გასაგები მიზეზების გამო, თუ გინდათ, დავჯდეთ ეთერში და ვისაუბროთ“. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებასაც. „ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი. ასე რომ, მსგავს საკითხებს რომ სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მოყვება, ეს ნურავის უკვირს. ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმისკენ ვინმეს მოუწოდებდეს და მიუძღოდეს ეს არის წარმოუდგენელი რამ და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ მოხდება ასეთი მოვლენები, იმაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)