|
2019-07-11 20:17:24, 1474 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ აბაშის სადგურზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განცხადებას ავრცელებს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საკითხის პოლიტიზირება მოახდინა და დეზინფორმაცია გაავრცელა. „დღეს დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია რუსთავი2-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზამ" მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით. მიუხედავად ამისა ტელეკომპანია რუსთავი2-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან დადაიცვან უსაფრთოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)