|
2019-07-10 00:42:39, 4835 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი პუტინს: საქართველომ უამრავი მტერი მოინელა, მურვან ყრუ, შაჰ-აბასი და თქვენც მოგინელებთ
დეკანოზი ილია ჭიღლაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ 1918 წელს საქართველოს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. დეკანოზმა რუსეთის პრეზიდენტს ისტორიის ცოდნა დაუწუნა და თავად აღწერა საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც საქართველო რუსეთის გუბერნია იყო. "პასუხი ვ. პუტინის დღევანდელ ანტიქართულ განცხადებაზე ბატონო პრეზიდენტო, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, მინდა პასუხი გაგცეთ თქვენს დღევნდელ განცხადებაზე: სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იცით ისტორია, ან განზრახ ცრუობთ: 1774 წელს რუსეთის იმპერიას შეუერთდა ოსეთი, მაგრამ ეს იყო დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. იმ პერიოდში არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებულა, იმ ტერიტორიას, რასაც თქვენ, კოლონიზატორმა რუსებმა "სამხრეთ ოსეთი" უწოდეთ, საქართველოს გულის გული "შიდა ქართლი" გახლავთ, ქართული კულტურის უძველესი კერა. არავითარი ორი ოსეთი არ არსებულა ბუნებაში, ოსური დიასპორა მე-17 საუკუნეში გადმოლახავს კავკასიონის წყალგამყოფ ქედს და სახლდება ქართველთა სამეფოს მიწაზე, ჯავაში. ხოლო ცხინვალში მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ერთი ოსური ოჯახიც არ იყო, იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, ასევე სომხები და ებრაელები. ცხინვალის გაოსება ბოლშევიკური რუსეთის დამსახურებაა. მოკლედ, რომ გითხრათ: ცხინვალის რეგიონი 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყობის დროს, ქართლ-კახეთის სამეფოს ისეთივე ნაწილი იყო, როგორც თბილისი, გორი, მცხეთა და თელავი. რაც შეეხება აფხაზეთს: დიახ, 1810 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი შეიერთა, ის იყო თვითმმართველი სამთავრო, ოსმალეთის იმპერიის ვასალი. თუმცა ეს საქართველოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლილობის და დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ოსმალური ოკუპაციის შედეგი იყო და არა იმის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. განა რუსეთი არ იყო წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ სამთავროებად დაშლილი მე-15 საუკუნემდე? ეს განა გასაკვირია თქვენი ისტორიის მქონე ერისათვის?! აფხაზეთი ქართული კულტურის აკვანი და სახელმწიფოებრიობის აკვანია. აფხაზეთის მეფის წოდებით იწყებოდა წმ. დავით აღმაშენებლის და წმ. თამარ მეფის ოფიციალური ტიტულატურა. თქვენი პოლიტიკურ-იმპერიალისტური ამბიცია და გაუნათლებლობა ისტორიის საკითხებში საცნაურია ჩვენთვის, ხოლო თქვენთვის საცნაური უნდა გახდეს ის, რომ ღმერთი დაიფარავს ჩაგრულ საქართველოს და მჩაგვრელი იქნება დამხობილი! p.s. კარგი იქნება თუ ვინმე რუსულად თარგმნის", - წერს დეკანოზი.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)