|
2019-07-08 17:36:40, 977 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა საელჩოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია მინისტრის რანგში პირველად სწორედ აშშ-ს საელჩოს ვუმასპინძლო. ამერიკა უკვე მრავალი წელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა ელიზაბეთ რუდს გაუზიარა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პრიორიტეტები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, იყო და რჩება ქვეყნის მთავარ მიმართულებად. „ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამ უნიკალური პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე 60000-მდე ადამიანმა ისარგებლა და ამავდროულად პაციენტების განკურნების უმაღლეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა სრულად მივაღწიოთ პროგრამის მთავარ მიზანს-ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას“, -განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობის სიმბოლოს-ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის. აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ამერიკა მზად არის შეინარჩუნოს თანამშრომლობა და ამის საფუძველი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობის წარმატებული გამოცდილებაა. „მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ სამინისტროსა და აშშ საელჩოს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დაავადებათა კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, რომელსაც ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს. ასევე განვიხილეთ შრომისა და შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა, რომლის მიზანიც გახლავთ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ეფექტური განხორციელება, რათა სამუშაო გარემო გახდეს უფრო უსაფრთხო და თავიდან იქნას არიდებული ინციდენტები“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტების ერთობლივად განხორციელებისათვის.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)