|
2019-07-08 16:17:26, 861 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს
პირველად საქართველოში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „სიგრე საქართველოს“ ორგანიზებით დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის (SEERC) მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) შეხვედრა წელს პირველად გაიმართა საქართველოში. ამ მიზეზით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა აღნიშნული გაერთიანების მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ტექნიკურ სამუშაო ჯგუფებში ექსპერტების შერჩევა თითოეული ქვეყნიდან, მომავალი კონფერენციის ორგანიზების საკითხები, რეგიონალური კითხვარის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და სხვა. შეხვედრის ძირითად თემებში, ასევე, შედიოდა განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ტემპები და მათი დაბალანსების საშუალებები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ახალციხის კონვერტორული სადგური, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. 2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც CIGRE-ს მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. იმავე წელს სსე-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში. CIGRE-საქართველო არის პირველი ეროვნული კომიტეტი, რომელიც რეგიონის მასშტაბით შეიქმნა.
(R)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)