17:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 15:44:41, 1454 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და იმედია, პროგრესი შენარჩუნებული იქნება

„ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრტმა ლევან დავითაშვილმა, კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილორბივი ფერმერების შეხვედრაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან არსებული სავაჭრო უერთიერთობები წლების განმავლობაში ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმიტომ, რომ ეს რამდენიმე წლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგია. დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს  სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ფორმატში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო, რადგან ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა. რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე, ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ. დღეს კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics