13:27 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 15:07:28, 1237 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: 20 ივნისის შემდეგ დავინახეთ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა გამონათქვამებით ეჭვქვეშ დააყენონ ეკონომიკა

20 ივნისის მოვლენების შემდეგ დავინახეთ, როგორ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაუაზრებელი გამონათქვამებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ მთლიანად ეკონომიკის განვითარება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ გავლენაზე, რაც 20 ივნისის მოვლენებმა იქონია ეკონომიკაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ყველაფერი კეთდება, რომ ვითარების ნორმალიზება მოხდეს.

„ჩვენ დავინახეთ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა თავისი გაუაზრებელი გამონათქვამებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არა მარტო მთელი დარგის, არამედ მთლიანად, ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოვლენების შედეგები დანორმალიზდეს, დასტაბილურდეს ვითარება და ესკალაცია არ პოვოს, მაგრამ თუკი მოვლენები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სურდა, კერძოდ, რევოლუციური, დესტრუქციული გზით, ეს ეკონომიკას ძალიან სერიოზულად დაარტყამდა, ასევე ძალიან ბევრი რამ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ და უკან დაგვხევდა წლებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებებზე არ აგებს პასუხს და არ აანალიზებს საკუთარი განცხადებების შედეგებს, ან ვიღაც ძალიან კარგადაც აანალიზებს. მაგრამ, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა. ამ ბოლო დროს იყო მცდელობა, ესეც მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიასაშუალებისგან, რომ შეელამაზებინათ ვითარება, თითქოს რა მოხდა, 2-3 თვეში ჩავანაცვლებთ ჩვენ რუს ტურისტს (1 მილიონ რუს ტურისტზეა საუბარი წლის ბოლომდე), ჩავანაცვლებთ რუსულ ბაზარს იგივე, მეღვინეებისთვის და მარტივად გადავერთვებით. თუკი ვინმე მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics