|
2019-07-05 15:04:27, 1565 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე: პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვერ ვხედავ
20-21 ივნისის მძიმე ვითარებას პასუხი უნდა გაეცეს და ამაში მე პოლიტიკური დევნის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად კლასიფიცირება, ფაქტობრივად, პოლიტიკურ დევნას უდრის. ვოლსკი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადატრიალებით შეცვლის თაობაზე ოპოზიციის ლიდერებს განცხადება არაერთხელ გაუკეთებიათ. „2014 წლიდან ჩვენ ინტენსიურად გვესმის ეს, რომ არავითარი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივად უნდა მოხდეს. სააკაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით წევრზე, „ნაციონალური მოძრაობა“ მყავს მხედველობაში და ახალი „ნაციონალურ მოძრაობა“. ასე, რომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სამართალდამცავებს აინტერესებთ კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისე გადაწყდება, ვთქვათ, როგორც პოლიტიკურად ან ერთი ან მეორე ჯგუფი ამბობს. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა 20-21 ივნისს და ამას პასუხი უნდა გაეცეს და მე აქ პოლიტიკური დევნის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)