|
2019-07-04 15:21:16, 927 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს
საქართველოში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ საქართველოში წარმომადგენელთან, უფუკ ოზუნგუნთან გამართულ შეხვედრაზე. „თხილის სექტორის განვითარება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაჩენილმა ინვაზიურმა მავნებელმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტს - თხილს დიდი ზარალი მიაყენა. მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მასშტაბური ღონისძიებები ეფექტიანად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, თხილის ექსპორტის ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ. მავნებელთან ბრძოლის, ინტენსიური ბაღების გაშენებისა და ჯიშების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდა, ასევე, თანამედროვე ცოდნის და გამოცდილების გაზიარება“, - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა. ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ წარმომადგენელს საქართველოში თხილის სექტორის განვითარების ხელშემწყობის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში გათვალისწინებული კვების უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. რა თქმა უნდა, თხილის ხარისხზე საუბარი საერთაშორისო სტანდარტების მრავალკომპონენტიანი ლაბორატორიული კვლევის გარეშე არასერიოზულია. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სათანადო ლაბორატორიული აღჭურვილობის გადმოცემით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დავაფიქსიროთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქალაქ ზუგდიდის ლაბორატორიის შესაძლებლობები, რადგან ქართული თხილის დიდი ნაწილის წარმოება სწორედ ზუგდიდში ხდება“, - განაცხადა უფუკ ოზუნგუნმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მრჩეველი გიორგი სვანიძე და სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)