13:27 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 18:43:18, 1325 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: ზურაბიშვილის განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე დაძაბული ატმოსფერო იყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

კარასინის განმარტებით, დაძაბულობის მიზეზი 20-21 ივნისს მომხდარი მოვლენებია. 

"ვიგრძენი, რომ თანათავმჯდომარეები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან არ იცოდნენ იქნებოდა თუ არა შეხვედრაზე ღია კონფრონტაცია. გამოვთქვით მოსაზრებები და ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს არ იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და თემების განხილვა. ეს არის უსაფრთხოება, ჰუმანიტარული ბლოკი, ძალის არგამოყენება და სხვა. ყველა საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ასე გეტყოდით, მთავარი ვერ გადავწყვიტეთ. ეს არის სტატუსი და როდესაც ვუახლოვდებით ამ ძველ თემას, მაშინვე ტემპერატურა იწევა", - განაცხადა კარასინმა. 

გარდა ამისა, რუსი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქვეეყანაში სიტუაციის დეესკალაცია რუსეთს აწყობს.

"სალომე ზურაბიშვვილის განცხადება, დემონსტრანტების შეძახილები, ამ ყველაფერს ტელევიზიით აჩვენებდნენ და ამნ თავისი გავლენა იქონია. ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ორმხრივ ურთიერთობებში, მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მსგავსი განცხადებები არ უნდა აკეთოს. უფრო ფრთხილად და მოწიწებით უნდა არჩევდეს რა თქვას", - აღნიშნა კარასინმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics