|
2019-07-03 16:44:05, 1359 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: აქციის დაშლის გამოძიება წასული გახარიას პირობებში უნდა მიმდინარეობდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, 20-21 ივნისის აქციის დაშლის გამოძიების შემდეგ ხელისუფლებამ „ჯოხის გადატეხვა“ უბრალო სპეცრაზმელებზე დააპიროს. ბაქრაძის მოსაზრებით, გამოძიებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მთავარი დაინტერესებული პირი, შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება. „ვერ ვიქნებით დაზღვეული, რომ გახარიასთვის პასუხისმგებლობის ასაცილებლად არ მოხდება სრულიად უსინდისოდ, რიგით პოლიციელებსა და სპეცრაზმელებზე ჯოხის გადატეხვა და მათი გამოცხადება დამნაშავეებად. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ერთადერთი საშუალება, ეს არის ახალგაზრდების მოთხოვნა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ, გადადგეს თანამდებობიდან და ამის შემდეგ, აბსოლუტურად ნეიტრალურ და დაუინტერესებელ პირობებში, წასული გახარიას პირობებში, მოხდეს ამ საკითხის გამოძიება და დაისაჯოს ყველა ვინც დამნაშავეა. ოღონდ, გამოძიება და დასჯა ვერასდროს იქნება სრულფასოვანი, თუ პასუხი არ აგო პირველმა პირმა ვისაც ექვემდებარება სამინისტრო, ვინც ვალდებულია სპეცრაზმში ისეთი დისციპლინა ჰქონდეს, რომ თუნდაც მისი ბრძანების გარეშე ვერავინ ვერ გაუხსნას ცეცხლი ადამიანებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)