|
2015-07-03 17:48:37, 623 ნახვა
საზოგადოება
ირალანდიელი პარლამენტარები საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ
ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, პატ ბრინი, კომიტეტის წევრები ერიკ ბერნი და ნოელ მერფი 2015 წლის 3 ივლისს საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიელმა პარლამენტარებმა სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მავთულხლართების გავლების შედეგად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ირლანდიელი პარლამენტარების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის წევრები თბილისს 2 ივლისს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)