10:02 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-07 09:47:33, 345 ნახვა

მსოფლიო
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირადად მონაწილეობდა ირანთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა და ბირთვული მოლაპარაკებების განახლება იყო, იუწყება Axios-ი სიტუაციის შესახებ ორი წყაროს მითითებით.

გამოცემის ცნობით, ვენსი თითქმის ყოველდღიურ კონტაქტზეა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან, პაკისტანის არმიის შტაბის უფროსთან, ფელდმარშალ ასიმ მუნირთან და სხვა შუამავლებთან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.

მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ტექნიკური შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჯერ არ შედგა. მედიაციის პროცესში ჩართული წყაროები აღნიშნავენ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს.

ორი კვირის წინ ვენსმა წერილი გაუგზავნა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, მოჰსენ რეზაის, პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შეთავაზებით. Axios-ის ცნობით, ირანის ოფიციალური პირები ამ წერილს დიალოგის აღდგენის სტიმულად მიიჩნევდნენ.

ვენსი ადრე ირანთან ომის წინააღმდეგი იყო და დიპლომატიურ გადაწყვეტას ამჯობინებდა. ახლა, Axios-ის ცნობით, ის ცდილობს აშშ-ს კონფლიქტიდან გასვლას, რაც, როგორც თავად ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რესპუბლიკელების შუალედურ არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, დიპლომატიურ ძალისხმევას ნაყოფი გამოიღოს. პარასკევს მან დაადასტურა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს კონტაქტებს თეირანთან. აშშ-ის სამხედრო ძალები ასევე მზად არიან განაახლონ დარტყმები მოკლე ვადაში, თუ ტრამპი გადაიფიქრებს.

იმავე დღეს, აშშ-მ ორმუზის სრუტეში, კეშმის კუნძულზე მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტის გამშვები დაბომბა. ტრამპის თქმით, გამშვებმა რაკეტა ამერიკული გამანადგურებლის მიმართულებით გაისროლა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics