|
2019-07-02 19:38:55, 1248 ნახვა
პოლიტიკა
ჯაში: მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრთან, როლანდ ნიჟარაძესთან და მინისტრის მოადგილესთან, ირმა კეკელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მარიამ ჯაშის განცხადებით, აფხაზეთის თემა, რომელიც თითოეული ქართველისთვის მტკივნეულია, უნდა გახდეს ყველა მიმართულებით პრიორიტეტული. ამდენად, აფხაზეთის მთავრობასთან, კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას იგი უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი ინფორმაციით, შარშან კომიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედ 4 კულტურულ დაწესებულებას 2019 წლის ბიუჯეტში დაფინანსება გაეზარდა. „მართალია, ეს იყო მინიმალური ცვლილება, საერთო ჯამში, 200 000 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ ხაზი გაგვესვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აფხაზეთის თემა და ჩვენი დევნილების თანადგომა როგორც განათლების, ასევე კულტურული ღონისძიებების სახით", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, პირველი და უმთავრესი სიახლე არის ის, რომ მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების დიდმა უმრავლესობამ მთავრობის ძალისხმევით შეძლო გამყოფ ხაზზე გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. „მადლობას ვუხდი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ახალგაზრდების მხარდაჭერა. მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგალურად მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ვფიქრობ, განათლების დიპლომატია კიდევ უფრო მეტ კარს გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლის გზაზე სახალხო დიპლომატია გავაძლიეროთ. საბოლოო მიზანი კი, ბუნებრივია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. მარიამ ჯაშის განცხადებით, კომიტეტი აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს აფხაზეთის ქოლგის ქვეს მოქმედ როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ დაწესებულებებთან. ამასთანავე, ერთობლივად განიხილავენ იმ ბარიერებს, რომელიც რჩება როგორც დაფინანსების, ასევე შინაარსობრივად, პროგრამების მოცულობის კუთხით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)