|
2019-07-02 14:45:28, 2852 ნახვა
მსოფლიო
„მოქალაქეების 12% ქუჩაში ისაქმებს“ - ჯონსონმა პუტინი ლიბერალიზმზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა
ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს. კერძოდ, ჯონსონი კრემლის ლიდერის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმმა საკუთარი თავი ამოწურა და მოძველდა. ჯონსონი მიიჩნევს, რომ სწორედ ლიბერალიზმი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. აღშანიშნავია, რომ საკუთარ განცხადებაში, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა რუსსტატის (რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არგუმენტების გასამყარებლად მოიშველია. "პუტინის განცხადება ლიბერალიზმთან დაკავშირებით სრული სისულელეა. თავისუფალი და ღია საზოგადოება იქნება იდეალური ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ასეთი გარემო იქნება უსაფრთხო ინვესტიციებისთვის. ეს იქნება იდეალური ადგილი იმისათვის, რომ შექმნა ოჯახი დაა იცხოვრო. ბრიტანეთი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ჩვენ სოციალური თავისუფლების ორი გარანტი და დამცველი გვაქვს: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. თუ პოლიტიკოსის თანამდებობიდან გადაყენება დემოკრატიული გზით შეუძლებელია, მაშინ ქვეყანაში იარსებებს კორუფცია ხალხი დაიჩაგვრება და იქნება სიღარიბე. პირდაპირ რომ გითხრა ვლადიმერ, ქვვეყანაში არსებობენ ქვეყნები, სადაც კაპიტალი ოლიგარქების ხელშია კონცენტრირებული, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, სადაც "ლიბბერალურ ფასეულობებს" დასცინიან, სადაც როსსტატის [საქსტატის ანალოგი რუსეთში] თანახმად, მოსახლეობის მესამედს წელიწადში ორ წყვილზე მეტი ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ აქვს, მოქალაქეების 12% ქუჩაში ისაქმებს, ხოლო რეალური შემოსავალი უკვე 5 წლის განმავლობაში მცირდება", - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ცობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმი და ის იდეოლოგია, რომელზეც დასავლური ქვეყნების დემოკრატია დგას, უკვე მოძველდა.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)