|
2019-07-02 14:34:59, 1476 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციებს მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ინიციატივას - „პროპორციული არჩევნები - 2020“ -ის თაობაზე კონსულტაციის დაწყებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდადეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ. როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად, საკონსულტაციოდ და კონსენსუსის მისაღწევად, პირადი ჩართულობა შესთავაზა. „პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც ძალაში რჩება საპრეზიდენტო პლატფორმის საკონსულტაციოდ გამოყენების შეთავაზება. შიდადეესკალაციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით, ამ პროცესებით გამოწვეული რყევების მიმართ მგრძნობიარე ბიზნესსფეროებს. საქართველოს პრეზიდენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ საქართველოდან უნდა მიიღოს მკაფიო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, დაცულია ყველა ტურისტისა და სტუმრის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)