|
2019-07-02 13:59:34, 1444 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს
"ნიკა მელიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებით დარჩა თავისუფლებაში, ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სამართლებრივად, არც პროკურორის თანხმობა და არც სხვა გადაწყვეტილებები მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბი არ უნდა გახდეს. „ფაქტია,რომ გენერალურ პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ნიკა მელია რჩება თავისუფლებაში. რაც შეეხება ყველაფერს დანარჩენს - მოგეხსენებათ, ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა კანონმდებლობა. მე როგორც ვიცი, დღემდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. დაველოდებით დასაბუთებულ განჩინებას, გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ნიკანორ მელიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებით დარჩა თავისუფლებაში, ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით დეპუტატის უფლებამოსილება ვერ შეეზღუდება. ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტილება ვერ შეზღუდავს მის პარლამენტარის უფლებამოსილებას,“- განაცხადა კონდახიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც პროკურორმა ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ძალაში დატოვა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)