|
2019-07-01 17:33:16, 1385 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გადადგომა იყო პრინციპული გადაწყვეტილება და ამაში გუნდი დავარწმუნე
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მან თვითონ მიიღო და თავისი გუნდი ამაში დაარწმუნა. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის დროს მომხდარ ყველა ქმედებაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი. „იმაზე რაც მოხდა 20 ივნისს საქართველოს პრეზიდენტში, ამაზე დეტალური განმარტების გაკეთებაც შემიძლია. იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა - ფაქტი არის ერთი : როდესაც პარლამენტში მოხდა ის რაც მოხდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად. რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ეს იყო მძიმე მოვლენა და, რა თქმა უნდა, საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და ეს იყო ჩემთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება - უარი არცერთხელ არ მითქვამს, როდესაც კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ამას, ამაზე გავაკეთე აბსოლიტურად ბუნებრივი რეაქცია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას - იმავე დღეს მე მქონდა მყარი პოზიცია, რომელიც შევთავაზე ჩვენს გუნდს. აქ იყო ორი ნიუანსი - ერთი, რომ ვიყავი სხვა ქვეყანაში და იქ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების გახმოვანება არ არის სწორი და მეორე ნიუანსი იყო ის, რომ შემომთავაზეს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად, შევწყვიტე ვიზიტი, უახლოესი რეისით დავბრუნდი საქართველოში, შედგა მსჯელობა,მე წარვადგინეთ ჩემი ინიციატივა და ჩემი პოზიცია და საბოლოო ჯამში, დავტოვე თანამდებობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინიციატივა შევათანხმე პარტიის თავმჯდომარესთან“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)