|
2019-06-29 16:38:22, 2133 ნახვა
საზოგადოება
სოსო პავლიაშვილი აქციაზე: ანტირუსული განწყობით შეშლილ, ზომბირებულ ბავშვებს აქეზებენ - ეს სატანიზმია
რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერალი სოსო პავლაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციათა ციკლს სახელწოდებით - „სირცხვილია“ ეხმაურება. როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, ის ვინც ორ ერს შორის სიძულვილს აღვივებს, ეს "წმინდა წყლის სატანიზმია". მომღერლის თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდ როლს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები თამაშობენ. მისი განმარტებით, ხშირად ამ ორი პროფესიის წარმომადგენლები სიტუაციას ამძაფრებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უკვე დალაგდებოდა. პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. „ეს სატანიზმია, წმინდა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას ადამიანობასთან, დემოკრატიასთან და ჰუმანიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ უნდა ვეხმარებოდეთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს შეიზიზღებდნენ. მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება. მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით და რუსეთ-საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხებზე. რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას? ჩაბრძანდით საქართველოში და თავად ნახავთ, თუ როგორ ექცევიან იქ რუსებს, დაელაპარაკეთ იქ ხალხს“, -აღნიშნა პავლიაშვილმა. ის აგრეთვე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთმა რესტორანმა რუსი ტურისტებისთვის მომსახურება გააძვირა: "ალბათ ამ ხალხს ვიღაც უხდის, იქნებ მათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დონებზე უნდა დავეცეთ. მაგალითად, ტურქეთმა ჩამოაგდო ჩვენი [რუსეთის] თვითმფრინავი, მაგრამ მე ახლა ვატარებ კონცერტებს თურქეტში, სადაც უამრავი რუსი ტურისტია. ეს უბრალოდ რაღაც აფეთქებაა. ჩვენ ცეცხლი კი არ უნდა გავაღვივოთ, არამედ პირიქით უნდა ჩავაქროთ", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)