|
2019-06-29 10:53:47, 1364 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება
დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობის, მენეჯმენტის სრულყოფის, ეკოტურიზმის განვითარების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს. პროექტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის KFW-ს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება. დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს, კლაუს ფაიგელს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე. „საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაცვა და განვითარება. ამ მხრივ, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია და ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობით, შედეგიც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც კლაუს ფაიგელმა შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი KFW მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მზადაა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.
(NS)
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)