|
2019-06-28 19:00:55, 2384 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს
ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთოების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შექმნილ ვითარებაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს საქართველოს უამრავი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ენგურზე გადასასვლელის დახურვას და აღნიშნა, რომ ეს სრულიად მიუღებელია. „ჩემი ინიციატივით, ვისაუბრეთ ენგურზე გადასასვლელის დახურვასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და გავაცანი იმ განცხადებების შინაარსი, რომლებიც დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)