12:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 17:10:46, 1858 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი - ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლერმის აღმოსაფხვრელად.

„განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის მძევლებიც თავად არიან, არ შეეზღუდოთ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. თქვენ იცით, რომ ასევე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, არაერთი სქემა არის განსაზღვრული, რომლითაც ძალიან გამარტივებულად შეუძლიათ ამ ადამიანებს მოხვედრა, თუმცა, აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სპეციფიური რეგულაციები და ცოტა ხანში, განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გავხდით, კიდევ ერთხელ, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს დამატებითი ბევრი ზომის მიღებაზეა და რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული დღეს ენგურის ხიდზე“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics