|
2019-06-28 17:01:44, 1830 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი გავრილოვის ვიზიტზე: რაც გინდა ის დამაბრალეთ, სტუმარს ასე არ უნდა მოვექცეთ, ეს არ არის ჯანსაღი
„ფიზიკური შეხება და რაღაცების სროლა არაფერში წერია, ეს არ არის ჯანსაღი“, - ასე აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მაჭავარიანს მიაჩნია, რომ გავრილოვის ვიზიტი პარლამენტზე შტურმის მიტანის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო. „შტურმი უნდა გავაკეთოთ? ამის გამო პარლამენტის აღება არ ხდება. რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ვერავინ დამაბრალებს, რომ რაიმე სახით ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა, არ წერია ეს არაფერში, არ არის ეს ჯანსაღი. რაც გინდა ის დამაბრალეთ. სწორია რომ სტუმარს ასე ჩაქუჩი ჩაარტყათ? საერთოდ არ მაინტერესებს ის კმაყოფილია თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე და პრინციპები და ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეულად უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)