03:09 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 20:40:43, 1707 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის მე-8 დღე - აქცია „სირცხვილია!“ განახლდა

პროტესტის მერვე დღე - პარლამენტთან საპროტესტო აქცია "სირცხვილია!" განახლდა. 

"ყოველდღე, 19:00-დან, პარლამენტის წინ ერთი მიზნისთვის ვიკრიბებით, რომ ვიცხოვროთ უკეთეს, სამართლიან და თავისუფალ ქვეყანაში, სადაც არავის შეეშინდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სადაც ვერცერთი მთავრობა ვერ გაბედავს ოკუპანტი მტრების ჩვენს ქვეყანაში შემოშვებას.

მე-8 დღეა, რაც პროტესტის მუხტი არ ნელდება, არ ვიღლებით და არ ვნებდებით, რადგან გვესმის, რომ ჩვენი მთავარი მისია ახლა ქვეყნის სამსახურში დგომაა. ყოველდღე ეწყობა საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. ადამიანების ნაწილმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და შიმშილობს. ჩვენ, ყველანი ერთად მოვითხოვთ დარჩენილი მოთხოვნის შესრულებას: შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას! ამიტომ, ვიდგებით ერთად და მშვიდობიანად მანამ, სანამ ჩვენი სრულიად კანონიერი მოთხოვნა არ შესრულდება!", - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics