|
2019-06-27 19:49:06, 1505 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი პოლიტიკოსები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი დაწყებულია
"ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, დღეს იმყოფება საკუთარ სახლში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, პრემიერის განცხადებით, ცალკეულმა პირებმა აქციის მსვლელობის დროს ძალას გადაამეტეს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა. გარდა ამისა, ბახტაძის განცხადებით, სამართალდამცველები აკეთებედნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც მათ საზოგადოების გაკავება ვერ შეძლეს, ისინი იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. "ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი და საზოგადოება თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ერთის მხრივ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც ყველა თანხმდება, რომ ბოლო მომენტამდე ჩვენი სამართალდამცველები აკეთებედნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდესაც ვეღარ აკავებდა კორდონი ამ აგრესიას, ისინი იყვნენ იძულებული გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება, რომელსაც აკეთებს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, არსებობს კადრები, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარკვეული პირების მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას და ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დეტალური და ტრანსფარენტული გამოძიება. ეს პროცესი მოითხოვს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. პოლიტიკური ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთდა და ახლა სამართლებრივ შეფასებას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი მოკვლევა მიმდინარეობს. პროკურატურის ინიციატივით, გამოძიებაზე მონიტორინგისთვის მოწვეულია ომბუდსმენი და აუცილებელია, ჩვენ ვუზრუნველყოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა ამ პროცესის. მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა პროვოკაციული მოწოდებების შედეგად, ხალხი და პოლიცია შეატოვეს ერთმანეთს, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩათრეული აღმოჩნდნე მასობრივ არეულობაში ორგანიზატორების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სამართალდარღვევა იყო სახეზე, პროკურატურის მოთხოვნით მათ საპატიმრო ღონისძიება შეეცვალათ და ამჟამად ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის მსხვერპლი და ფორმალურად იდენტიფიცირებულია, დღეს იმყოფება საკუთარ სახლში. ამასთანავე იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლისსამართლებრივად მონაწილე პირები. ისინი ორგანიზატორებთან ერთად, აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი დაწყებულია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)