|
2019-06-27 17:34:33, 1399 ნახვა
კომენტარი
მენაბდე: სასამართლომ თქვა, რომ პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლო იყო და 91 დეპუტატი მწარედ შეცდა
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის გირაო შეფარდების თაობაზე, "ქართულ ოცნებას" მძიმე ვითარებაში აყენებს. "მელიას საქმეზე სასამართლომ "ოცნება" მძიმე ვითარებაში ჩააყენა. ამ გადაწყვეტილებით მან თქვა, რომ პროკურატურის არგუმენტები უსაფუძვლო იყო და 91 დეპუტატი მწარედ შეცდა, როდესაც კონკრეტული დეპუტატის პატიმრობაში გაშვება დასაშვებად მიიჩნია. იმუნიტეტი პოლიტიკური აზრით ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტია. როცა პარლამენტი მის მოხსნაზე მსჯელობს მან უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ის, არის თუ არა წინასწარი პატიმრობის საჭიროება, არამედ დამატებით ისიც რამდენად შეუწყობს ეს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას. ახლა კი რა გამოვიდა? ფაქტობრივად სასამართლომ თქვა, რომ მელიას დაპატიმრება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვისაც კი არ იყო საჭირო. რა მოხდა ძნელი ასახსნელია, ერთადერთი რასაც ახლა ხელისუფლება შეიძლება ჩაებღაუჭოს "დამოუკიდებელ სასამართლოზე" მითითებაა", - წერს ვახუშტი მენაბდე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)