|
2019-06-27 16:41:43, 1397 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არ ნიშნავს მელიასთვის პასუხისმგებლობის მოხსნას - გირაო შინაპატიმრობის ტოლფასია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელის თანახმადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გირაოს შეფარდება არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას პასუხისმგებლობა მოეხსნა. "პარლამენტი არ არის სასამართლო. ჩვენ პროკურატურას მივეცით უფლება მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს პარლამენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის აუცილებელი, რომ ის ციხეში იჯდეს და გარკვეული ქცევის წესების შეთანხმების და გირაოს გადახდის შემდეგ ის არ გადის პასუხისმგებლობიდან. რჩება არა საპატიმროში არამედ გარკვეულ წესებს დაექვემდებარება, რაც გარკვეულწილად შინაპატიმრობის ტოლფასია. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა პარლამენტის საქმე არ არის. რა უხარიათ ჩვენ ოპონენტებს, როდესაც მათი მმართველობის პერიოდში სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში ხალხს ასამართლებდა უდანაშაულოს", - განაცხადა ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ მიიღო სასამართლომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ინსტიტუტის იმიჯი გააუმჯობესოს, ვოლსკიმ ასე უპასუხა: "რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლება ძლიერი, ის სასამართლოს და მოსამართლეს ვერ მოერევა", - დასძინა მან.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)