10:04 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 12:24:00, 604 ნახვა

საზოგადოება
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ნაწილის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დარგობრივმა ექსპერტებმა, ევროკავშირის დელეგაციას, ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი თავების ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.

მხარეებმა გარემოსდაცვითი მმართველობის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ჰაერისა და წყლის ხარისხის შესახებ იმსჯელეს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ქართულ მხარეს ევროკავშირის კანონდმებლობაში განხორციელებული სიახლეები გააცნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
Axios: ვენსი ირანთან ორი კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics