|
2019-06-27 16:41:29, 1487 ნახვა
პოლიტიკა
მელია „ოცნების“ დეპუტატებს: ივანიშვილმა გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ - თქვენს ნაცვლად მე მრცხვენია
ჩინჩალაძის ძმაკაცმა მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებას, რის მიხედვითაც მას გირაო შეეფარდა. მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებს მიმართა, ვინც გუშინ მის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირა. „სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი პირდაპირ, რასაც ვფიქრობდი ამ სასამართლოზე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მეთქი, ეს იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. იქნება პატიმრობა, ეს იქნება პოლიტკური გადწყვეტილება, იქნება რამე სხვა აღკვეთი ღონისძიება, ეს იქნებოდა პოლიტკური გადაწყვეტილება. მე გუშინ 92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე, რომელიც ვითომ ამსჯელეს მთელი დღის განმავლობაში, რომ მელია არის დამნაშავე და მტკიცებულებები არის საკმარისი. მხოლოდ იყო რამდენიმე ვაჟკაცი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. დღეს კი შეიცვალა ვითარება და იმ საფრთხეების წინაშე დადგა ბიძინა ივანიშვილი, რომ ამჯობინა, ის რაც ახლა გააკეთებინა ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს არი არის კოლეგიის მოსამართლე, ეს არის ჩვეულებრივი კოლეგიის თავმჯდომარე. მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას პასპორტიც ჩამოართვეს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)