2019-06-27 15:31:32, 2498 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობას, ხოლო ადვოკატი 10 000-ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვს
გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
რაც შეეხება, მელიას უფლებადამცველს, ადვოკატმა 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ დეპუტატს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან