|
2019-06-26 19:12:25, 1985 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: არ მგონია სწორი იყოს ნიკა მელია ჩინჩალაძე-მურუსიძეს სასამართლოს გადავცე
„მე არა მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას იმუნიტეტი შევუჩერო და ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გადავცე. არ არის ეს სწორი და ჩემს სინდისთან მართალი არ ვიქნები“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ფოფხაძის აზრით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილებებში მაღალი სტანდარტი უნდა შეინარჩუნოს და მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე უარი თქვას. „მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს იმუნიტეტს და ნებისმიერ თქვეთაგანს, მაშინ მე თანახმა ვარ ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირო. გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდოს ნიკა მელიას იმუნიტეტი და ჩვენ დაგვრჩეს, მე მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაშიც დისკრიმინაციულია. არავის არ გვინდა, რომ სახელმწიფო დანაშაულში ეჭვმიტანილმა ადამიანმა პასუხი არ აგოს, არც ერთი ჩვენგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე არა მაქვს მორალური უფლება ნიკა მელიას იმუნიტეტი შევუჩერო და ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლოს გადავცე. არ არის ეს სწორი და ჩემს სინდისთან მართალი არ ვიქნები. მინდა გაგახსენოთ, რომ პრემიერმა მართლა თქვა 15 წუთით ადრე, რომ არ იყო ეს „ქართული ოცნების“ სტანდარტი - ტყვიები და გაზი. მოდით, ჩვენც გავემიჯნოთ ამ სტანდარტს, ჩვენც უნდა მივიღოთ მაღალი სტანდარტი გადაწყვეტილებების მიღების დროს. თუ გადაწყვეტილება ამ დადგენილების თაობაზე იქნება მიღებული, ჩემი აზრით, ეს არ იქნება ის სტანდარტი, რაც უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. მე აღარ ვარ თქვენს რიგებში, მაგრამ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)